logo
ENG



ძროხა არამგონია შეურაცხმყოფელი იყოს, თუმცა გარკვეული ირონია ამაში არის - ვოლსკი

12 ივნ 202007:27
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის მიერ ოპოზიციის მიმართ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით გია ვოლსკი „ფორმულას" კითხვამ გააღიზიანა. ვოლსკის განმარტებით, ძროხა შეურაცხმყოფელი სიტყვა არ არის. მმართელი გუნდის წარმომადგენლის თქმით, ოპოზიციური პარტიები პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებასთან შედარებით უფრო მეტად შეურაცხმყოფელ კომენტარებს აკეთებენ. 

"ძროხა არამგონია შეურაცხმყოფელი იყოს, თუმცა გარკვეული ირონია ამაში არის ჩადებული. არც იროანია და არც მწარე სიტყვა არ აკლია ოპოზიციას, რაც თქვენ არც ერთხელ არ შეგიმჩნევიათ. არც აპირებთ მგონი შემჩნევას, იმიტომ რომ თქვენ ხართ კონკრეტული პარტიული ჯგუფის ტელევიზია,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

close დახურვა