„წადით და აღარ დაბრუნდეთ“ , - ასეთი გაფრთხილებით საქართველოს მოქალაქეებს საოკუპაციო რეჟიმმა მიმართა. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ.-ი უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ პირებს, რომლებსაც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა აქვთ, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადასვლის შესაძლებლობა მიეცემათ. თუმცა ადგილობრივების თქმით, საუკუპაციო რეჟიმი მათ ახალგორში დაბრუნების საშუალებას მკურნალობის შემდეგ აღარ მისცემს. "ფორმულასთან" საუბრისას ადგილობრივები ჰუმანიტარულ კრიზისზეც საუბრობენ და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვინაობის დამალვას ითხოვენ.