წალენჯიხაში, ზუგდიდის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა.
როგორც ფორმულას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია).