logo
ENG



წალენჯიხაში თხილით დატვირთული ტრაქტორი გადაბრუნდა, ერთი ადამიანი დაიღუპა

01 სექ 202012:42
3 წუთის საკითხავი
 
zovqo2ovpnldx7u.jpg

წალენჯიხაში, სოფელ საჩინოში თხილით დატვირთული ტრაქტორი გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ფორმულას" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


close დახურვა