logo
ENG



წალენჯიხაში შვილის მიერ გასროლილ ბრმა ტყვიას დედა ემსხვერპლა

18 იან 202210:21
3 წუთის საკითხავი
 

50 წლამდე ქალის სიცოცხლე გუშინ შვილის მიერ ტირის თოფით გასროლილმა ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. ექსპერტიზის დასკვნა წალენჯიხაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ჯერ ცნობილი არ არის. მას ტყვია ხორხის მიდამოში ჰქონდა მოხვედრილი და საავადმყოფოში მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ქალის გარდაცვალების მიზეზი შინაგანი სისხლდენა გახდა. გარდაცვლილის შვილი დაკავებული არ არის. მეზობლების თქმით, ოჯახში რამე კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. 


close დახურვა