წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში ადგილობრივი ოჯახი დააყაჩაღეს. თავდამსხმელებმა იარაღის მუქარით 250 ლარის წაღება შეძლეს.
არსებული ინფორმაციით, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ოჯახის ერთ-ერთ წევრს, ჯანოკო ხასაიას - მას თავზე რამდენიმე ნაკერის დადება დასჭირდა. დაზარალებული ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს - თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
მსგავსი შემთხვევა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 17 სექტემბერსაც მოხდა - გვიან ღამით სოფელ მედანში 5-მა შეიარაღებულმა პირმა სახლი დააყაჩაღა, ადგილობრივ მცხოვრებს კი ფიზიკურად გაუსწორდა.