logo
ENG



წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს პატიმრობა შეეფარდა

27 ივლ 202017:22
3 წუთის საკითხავი
 
fdpgm1c6267i2lk.jpg

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წალენჯიხის საკრებულოს აწ უკვე ყოფილ თავმჯდომარეს თემურ ღვინჯილიასა  და საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილების ყოფილ უფროსს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

როგორც „ფორმულას“ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში განუცხადეს, დაცვის მხარე დაკავებულთათვის 100-100 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

ცნობისთვის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია და მისი თანამშრომელი 26 ივლისს დააკავეს. ღვინჯილიას სამსახურებრივი მანქანით კონტრაბანდული სიგარეტის გადმოტანას ედავებიან. 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ექვსიდან რვა წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.



close დახურვა