logo
ENG



წალენჯიხის სოფელ მედანში გადაუღებელი წვიმის გამო მეწყრული პროცესები განვითარდა

26 ივნ 202213:56
3 წუთის საკითხავი
 

წალენჯიხის სოფელ მედანში გადაუღებელი წვიმის გამო მეწყრული პროცესები განვითარდა. 

დაძრულია დაახლოებით 2 ჰა მიწის ნაკვეთი. 

სტიქიის ზონაში 6 ოჯახი ცხოვრობს. მათ საფრთხე ემუქრებათ. 

ამ დროისთვის, სტიქიის გამო, მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, გაზი და წყალი, დაზიანებულია ქალაქამდე ჩამოსასვლელი ერთადერთი გზა. 

ადგილზე იმყოფება წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია.

მისი თქმით, წალენჯიხის მერიაში შეიქმნება ზარალის შემსწავლელი კომისია, ამასთან, საქმეში ჩაერთვება გეოლოგთა ჯგუფი და შეისწავლის ადგილს, ვინაიდან შესაძლოა საჭირო გახდეს მოსახლეობის ევაკუაცია.


close დახურვა