ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში, მშენებარე სტადიონის განათების ბოძი წაიქცა, რომელიც ორ ავტომობილს დაეცა. შედეგად ერთ-ერთი სრულად განადგურდა. არავინ დაშავებულა. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამ გამოიწვია შემთხვევა და თუ მშენებელი კომპანიის ბრალეულობა დადგინდება, ზარალის ანაზღაურება მას დაეკისრება. ადგილზე დაახლოებით ერთი წელია, არანაირი სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს. ტერიტორია უმეთვალყურეოდაა მიტოვებული. ეს არის სტადიონი, რომელსაც "უეფას" სტანდარტები უნდა დაეკმაყოფილებინა, თუმცა მისი მშენებლობა ამ დრომდე დაუსრულებელია.