გარეჯის ინციდენტს შინაგან საქმეთა მინისტრი საჯაროდ გმობს, თუმცა მის საჯარო სიტყვებს ქმედება ამ დრომდე არ მოჰყოლია. ჯერჯერობით, არ დამდგარა ჟურნალისტებზე თავდასხმაში მონაწილე სასულიერო პირების პასუხისმგებლობის საკითხი.
უფრო პირდაპირი იყო საპარლამენტო შემადგენლობა. ოცნების ლიდერები ხელს ისევ მედიისკენ იშვერენ და აგრესიული სასულიერო პირების მსგავსად, მედიას პროვოკაციაში ადანაშაულებენ.