logo
ENG



წერეთელი ატოცზე:ხელისუფლებამაც მაქსიმალურად უნდა გაააქტიუროს თავისი მოქმედებები

22 ოქტ 201908:36
3 წუთის საკითხავი
 
3aoruq3cei1j76g.png

ამ დროისთვის ატოცში სიმშვიდეა. ოკუპანტები სოფელში ღამით არ გამოჩენილან. მოძრაობის „ძალა ერთობაშია" წევრები ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში პატრულირებდნენ.

"ევროპული საქართველოს" წევრი, გიგი წერეთელი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ქმედებები უნდა გააქტიუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოკუპანტები ანექსიის პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებენ.

"მიმაჩნია რომ სამოქალაქო პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ქვეყანაში უნდა არსებობდეს ამ მოვლენების მიმართ, მაგრამ ბუნებრივია ხელისუფლებამაც მაქსიმალურად უნდა გაააქტიუროს თავისი მოქმედებები. გადის წლები, ბოლო რამდენიმე წელია ეს პროცესი კიდევ უფრო ღრმავდება. კიდევ უფრო აქტიურად ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმი დასრულებას ამ ანექსიის პროცესის,"-აცხადებს გიგი წერეთელი. 

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაახლოებით 400 მეტრის სიგრძის ღობე გაავლეს და ტერიტორია მიიტაცეს. 


close დახურვა