logo
ENG



წერილში მივუთითე მიზეზი ჩემი არ ყოფნის - მეუფე გრიგოლი სინოდის სხდომას არ ესწრება

31 ოქტ 201912:33
3 წუთის საკითხავი
 
1gnnaqngcc61c80.jpg

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი საპატრიარქოში წმინდა სინოდის კრებას არ ესწრება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არდასწრებას კონკრეტული მიზეზი აქვს, რაც სინოდის თავმჯდომარესთან გაგზვანილ წერილში განმარტა. მისი თქმით, 24 წლის განმავლობაში ის კრებას მხოლოდ ორჯერ არ დაესწრო.

"ჩემთვის ძნელია ამაზე საუბარი, საეკლესიო დებულების თანახმად წერილობით მივმართე წმინდა სინოდის თავმჯდომარეს და ამ წერილში მივუთითე მიზეზი ჩემი არ ყოფნის. ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც სინოდის ხსხდომას არ ვესწრები ამ 24 წლის განმავლობაში, ერთხელ როდესაც არ ვიმყოფებოდი საქართველოში და ახლა მეორედ როცა მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება და თავისთავად ცხადია ეს არის მიზეზი ჩემი არდასწრების, თუმცა ვფიქრობ, რომ სინოდი მაქსიმალური შემადგენლობით არის შეკრებილი და იმსჯელებენ ალბათ იმ საკითხებზე, რასაც მისი უწმინდესობა დააყენებს დღის წესრიგში",- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.


close დახურვა