logo
ENG



წესების დამრღვევები დაისჯებიან კანონის შესაბამისად - ვახტანგ გომელაური

24 მარ 202018:10
3 წუთის საკითხავი
 
xhyjqny2k3z4ecd.jpg

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის წესების დამრღვევები კანონის შესაბამისად დაისჯებიან. როგორც მინისტრმა განმარტა, პოლიციელებზე ძალადობის ფაქტი არის სამარცხვინო, თუმცა საერთო ჯამში, მოქალაქეები გაგებით ეკიდებიან ახალი წესების არსებობას.

„როგორც იცით, ჩართული შსს და თავდაცვის სამინისტრო -ერთობლივად ვახორციელებთ ქმედებებს. გუშინდელი ინციდენტი სამარცხვინოა - ადამიანები ღამის ორ საათზე ადგნენ, ჩატვირთეს კარვები და რაც მოხდა შემდეგ, კი ნახეთ. მინდა ვთქვა, რომ ყველა დაისჯება უმაღლესი სიმკაცრით. იყო მცდელობა წესების დარღვევის - დღესაც იყო შემთხვევა, ამბობდნენ ვსეირნობთო. გაკეთებულია საგუშაგოები, შსს დრონებით მუშაობს - 11-12 დრონი მუშაობს, რომ დიდი ტერიტორიები გაკონტროლდეს", - განაცხადა გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა ათ კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვაზეც - მისი თქმით, ეკლესია არაა გამონაკლისი, თუმცა იქ მოქმედებს ის წესები, რაც სხვა დახურულ სივრცეებში. დისტანციის წესის დარღვევის შემთხვევაში კი, რეაგირება ადეკვატური იქნება.

„ათზე მეტი შეკრება იკრძალება. გარეთ დგომა, მანიფესტაციები - პირველ დღეებში ადამიანებს უნდა აუხსნა, რა სიტუაციაა. ეს იმოქმედებს ყველაზე, ფლაერები დაიბეჭდება სხვადასხვა ენებზე, რათა ყველამ იცოდეს, რით ისჯება კონკრეტული საქციელები. ეკლესიები არ შედის გამონაკლისებში - რა წესებიც მოქმედებს სხვა დახურულ სივრცეებში, მაგალითად, კარფურში, სხვა სავაჭრო ცენტრებში, ის წესი მოქმედებს ეკლესიებშიც. უნდა დაიცვან წესები. დარღვევის შემთხვევაში ვიმოქმედებთ შესაბამისად. რაც შეეხება საქალაქთაშორისო მიმოსვლის შეზღუდვას - იყო მცდელობა, როცა ორი რეგიონიდან უნდოდათ გამოსვლა, მაგრამ როცა ავუხსენით მდგომარეობა, დაიშალნენ - გაგებით ეკდიებიან მოქალაქეები. შსს საგანგებოზე, ფაქტიურად, სამი კვირის წინ გადავიდა და ამ მდგომარეობით არის დანაშაულის კლება - რა თქმა უნდა, არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს", - აცხადებს მინისტრი.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა პოლიციელების უსაფრთხოებაზეც. მისი თქმით, პოლიციელები ჯანდაცვის სამინისტროდან არსებული რეკომენდაციების შესაბამისად მუშაობენ.

„რეკომენდაციები გვაქვს ჯანდაცვიდან, როგორ უნდა იმუშაონ ჩვენმა თანამშრომლებმა -ეს ეხებეა ეკიპირებას, ხელთათმანებს, პირბადეებს. დღის ბოლოს მოწმდებიან, როცა მოდიან - ვუზომავთ სიცხეს, მაგალითად", - ამბობს გომელაური.

შეგახსენებთ, რომ მარნეულსა და ბოლნისში საკარანტინო მდგომარეობა 23 მარტიდან ამოქმედდა.


close დახურვა