logo
ENG



წვიმა, ზოგან ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარი - 22-25 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

22 სექ 202213:39
3 წუთის საკითხავი
 
წვიმა, ზოგან ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარი - 22-25 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 სექტემბრიდან - 25 სექტემბრის დილის საათებამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება.

ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს (განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს) მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ღვარცოფული და მეწყრული პროცესების ჩასახვა -გააქტიურება გამოიწვიოს.

 


close დახურვა