გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 11 ოქტომბრის შუადღემდე დასავლეთ საქართველოში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 10 ოქტომბრის შუადღემდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.