logo
ENG



წითელ ზღვაში ირანული ნავთობკომპანიის ტანკერზე აფეთქება მოხდა

11 ოქტ 201915:25
3 წუთის საკითხავი
 
xrm3n2alfl7dmbv.jpg

წითელ ზღვაში ირანული ნავთობკომპანიის ტანკერზე აფეთქება მოხდა.

ირანული მედიის ცნობით, ცეცხლი საუდის არაბეთის სანაპიროდან გაშვებულმა ორმა რაკეტამ გამოიწვია.

აფეთქების შედეგად ზღვაში დიდი რაოდენობით ნავთობი ჩაიღვარა. ინციდენტისას ნავთობმზიდი პორტიდან ასი კილომეტრის მოშორებით იმყოფებოდა. ინციდენტი საუდის არაბეთსა და ირანს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე მოხდა, მომხდარში თეირანი ერ-რაიდს ადანაშაულებს. საუდის არაბეთი ირანის ბრალდებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

 


close დახურვა