logo
ENG



წილოსანის თქმით, მაჭავარიანის გადადგომა არ უკვირს, რადგან ოპოზიცია მათ სტრესში ამყოფებს

01 აპრ 202110:43
3 წუთის საკითხავი
 
წილოსანის თქმით, მაჭავარიანის გადადგომა არ უკვირს, რადგან ოპოზიცია მათ სტრესში ამყოფებს

ქართული ოცნების დეპუტატს ნინო წილოსანს ფინანსთა მინისტრის პოსტიდან ივანე მაჭავარიანის გადადგომა არ უკვირს, რადგან, მისი თქმით, "ოპოზიცია და კონკრეტული ჯგუფები მათ სტრესში ამყოფებენ".

წილოსანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ "ადამიანურად", მაჭავარიანის გადაწყვეტილება ესმის.

"მე მესმის ადამიანურად მისი გადაწყვეტილება, რომ აღარ ისურვა, დარჩენილიყო საჯარო და პოლიტიკურ სივრცეში, რადგან ეს საკმაოდ სტრესულია და იმ მოცემულობაში, რა მოცემულობაშიც ოპოზიციის კონკრეტული ლიდერები და კონკრეტული ჯგუფები აყენებენ ქვეყანას და თითეულ ჩვენგანს, ნამდვილად თითოეული ჩვენგანი დიდი სტრესის ქვეშ ვართ, ამიტომ შეიძლება ვთქვა, რომ არც გამიკვირდა მისი ეს გადაწყვეტილება, რომ გადასულიყო კერძო სექტორში", - თქვა წილოსანმა.

მაჭავარიანმა პოსტი გუშინ, 31 მარტს დატოვაროგორც მან თქვა, თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გეგმავდა, თუმცა, "გამომდინარე იქიდან, რომ წინ გველოდა 2021 წლის კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადაწყვიტა, წასვლა რამდენიმე თვით გადაედო".


close დახურვა