არჩევნებისთვის მზადება, როგორც ჩანს, საჯარო სკოლებშიც დაიწყო. პედაგოგები, რომლებსაც ქართული ოცნება აგიტატორებად ვერ იყენებს, სტატუსებს კარგავენ. საჯარო სკოლების დირექტორებს სხვა ახსნა არ აქვთ, რატომ ჩამოერთვათ მოვალეობის შემსრულებლის წოდება. ხელშეკრულებებს ვადა წინა არჩევნების დროს გაუვიდა და სამინისტრომ დირექტორები გაურკვევლობაში ამ დრომდე ამყოფა - არჩევნებიდან არჩევნებამდე. წინასაარჩევნო ზეწოლა ია კერზაიას ტრაგიკულ გარდაცვალებამდე მივიდა, საქმე კი ახლა სტრასბურგშია - სპეციალისტები ხელისუფლებას დაჟინებით მოუწოდებენ, პოლიტიკა სკოლას მოაშოროს.
წინასაარჩევნო პოლიტიკა საჯარო სკოლებში
03 აგვ 202121:35
3 წუთის საკითხავი