logo
ENG



წინასაარჩევნოდ მედიაგარემოს თვალსაზრისით სერიოზული პრობლემებია - ISFED

01 ივლ 202016:03
3 წუთის საკითხავი
 
ewubqvmp1i1tgpr.png

ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ ახალ ანგარიშში ხაზს უსვამს კრიტიკული მედიის მიმართ დაწყებულ პროცესებს და წინასაარჩევნო გარემოს პოლარიზაციაზე საუბრობს.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, კრიტიკული მედიის დევნა დაიწყო აჭარის ტელევიზიის ქეისით და გაგრძელდა სხვა მედია ორგანიზაციების მენეჯერების წინააღმდეგ საქმეების აღძვრით.

„იყო სერიოზული პრობლემები, რაც უკავშირდება აჭარის ტელევიზიას. ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული ტელევიზია იყო და ეს პროცესები დაიწყო ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით. გაგრძელდა თანამშრომლების გაგრძელებით. პრობლემა იყო საქმეები, მაგალითად ნიკა გვარამიას წინააღმდეგ წარმოებული საქმე. ასევე, „ტვ პირველის“ მამის წინააღმდეგ არის ბრალი წაყენებული „თი-ბი-სი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით", - აცხადებენ ორგანიზაციაში.


close დახურვა