მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლები სალხინო და ხუნწი წლებია უწყლობას ებრძვის, მოსახლეობა კი ბოლო გზას აქციებში ხედავს. აქამდე ყველა მიმართვა უშედეგოდ დასრულდა. უწყლობის გარდა, ადგილობრივებს სანიაღვრე არხები არ აქვთ, შესაბამისად წვიმიან ამინდში მოსავალი მუდმივად უნადგურდებათ. პრობლემურია ბუნებრივი აირის საკითხიც. 2 წლის წინ დამონტაჟებული გაზის მილები და მრიცხველები დღემდე უმოქმედოდაა.
წლობით მოუგვარებელი პრობლემები მარტვილის სოფლებში
20 მაი 202220:52
3 წუთის საკითხავი