logo
ENG



წულუკიანი: კუხიანიძემ თანამდებობა არ უნდა დატოვოს, ყველას გვაქვს აზრის გამოხატვის უფლება

16 დეკ 201918:25
3 წუთის საკითხავი
 
4jvorou35dqrqt5.jpg

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

წულუკიანი მიიჩნევს, რომ კუხიანიძე მისი განცხადებების გამო, რომელიც ვაჟა გაფრინდაშვილს ეხებოდა, თანამდებობა არ უნდა დატოვოს. 

"ემოციური თუ პოლიტიკური განცხადებები პირველ რიგში პატიმრის ინტერესს აზიანებს, რომლის გათავისუფლებაც არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, რისთვისაც პატიმრობის პირველივე საათიდან მობილიზებულია სამთავრობო უწყებები და უპრეცენდენტო ძალისხმევა ხორციელდება, მაგრამ არც ისე შორს არ მივდივარ, რომ ვინმემ თანამდებობა უნდა დატოვოს. ყველას გვაქვს ჩვენი უფლება გამოვხატოთ აზრი, თუნდაც ეს იყოს შოკისმომგვრელი სიტყვებით", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. 

შეგახსენებთ, საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე საკუთარ Facebook-გვერდზე 15 დეკემბერს, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა. კუხიანიძის თქმით, საოკუპაციო ხაზთან აქციის გამართვა პროვოკაციული ნაბიჯია და ამით ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება. კუხიანიძის კრიტიკას საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა. ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოების დიდმა ნაწილმა კუხიანიძის საკრებულოდან გარიცხვა მოითხოვა. 

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემრერს, ე.წ. საზღვრის განზრახ გადაკვეთისთვის დააკავა. ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

 


close დახურვა