logo
ENG



წულუკიანი: ოპოზიციამ სამართლებრივი არგუმენტები ვერ წარადგინა, საკითხი დახურულია

30 ნოე 201915:46
3 წუთის საკითხავი
 
aycsd31t88u42yi.jpg

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული ოპოზიცია-ხელისუფლების შეხვედრა დასრულდა. რამდენიმესაათიან შეხვედრაზე მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციურმა პარტიებმა ე.წ. გერმანული მოდელის თაობაზე მყარი არგუმენტების მოყვანა ვერ შეძლეს. ამასთან, წულუკიანის მტკიცებით, "გერმანული მოდელი" არაკონსტიტუციურია, ხოლო მმართველ გუნდში კონსტიტუციის შეცვლის რესურსი არ არსებობს.

"შედგა ღრმა მსჯელობა, როგორც სამართლებრივი, ისე -პოლიტიკური. ჩვენს ურყევ პოზიციად რჩება, რომ გერმანული მოდელი არის არაკონსტიტუციური. შესაბამისად, მომდევნო დებატები ამაზე ვეღარ შედგება. ჩვენი პოზიცია ურყევია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განხორციელდება. ის მოდელი, რაც წერია, არის ძალაში, თუმცა თუ იქნება სხვა ტიპის შემოთავაზებები, და ეს შემოთავაზებები იქნება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ არ დაიზარებს, შეხვედრაში ჩაერთოს. ოპოზიციამ ვერანაირი სამართლებრივი არგუმენტი ვერ მოიტანა. ჩვენს გუნდში რესურსს ვერ ვხედავთ, რომ კიდევ ერთხელ ვცადოთ კონსტიტუციის ცვლილებები. თუ მომავალში შეხვედრა ჩაინიშნება, რა თქმა უნდა, მივიღებთ მასში მონაწილეობს. გერმანული მოდელი რომ არ არის კონსტიტუციური, ეს საკითხი ჩვენი მხრიდან ერთხელ და სამუდამოდ არის დახურული", - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

 

 


close დახურვა