იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ციხეებში განსაკუთრებული პირობების მოქმედების დროს, აკრძალულია პაემნები, რაც პატიმრებს დისკომფორტ უქმნის.
მინისტრის თქმით, პატიმრები ყოველ თვე 15-წუთიან უფასო სასაუბრო დროს მიიღებენ.
„განსაკუთრებული პირობების დროს ციხეებში აკრძალულია პაემნები, რამაც გამოიწვია სერიოზული დისკომფორტი მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებში. ჩვენ ნაწილობრივი კომპენსირება მოვახერხეთ.
16 მარტიდან მიმდინარეობს შეღავათი, რაც გულისხმობს 15-წუთიან უფასო სასაუბრო დროს ყოველი თვის განმავლობაში. ამ შეღავათზე მუშაობას ვაგრძელებთ მომავალშიც“, - განაცხადა მინისტრმა.