logo
ENG



წულუკიანი: სააკაშვილი ჩამოდიოდა ქვეყნის გადასატრიალებლად, როგორც კურდღელი

02 ოქტ 202114:15
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/02/lnryma3mvo76g6i.png

კულტურის მინისტრი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ჩამოვიდა "გადატრიალების,არეულობის მოსაწყობად". მისივე თქმით, ექსპრეზიდენტი საქართველოში "კურდღელივით" შემოვიდა. 

თეა წულუკიანმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა "პროვოკაცია" აიცილეს თავიდან.

„არჩევანი გავაკეთე, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში კიდევ რამდენიმე ხანი, მანამ, სანამ ახალი თაობები ჩაგვანაცვლებენ, იყოს სტაბილურობა და მშვიდობა.  ეს არჩევანი მე გავაკეთე მშვიდ პირობებში, როგორც ამას დღეს ჩემი არაერთი თანამემამულე გააკეთებს და ეს ხდება იმის წყალობით, რომ გუშინ ჩვენი სამართალდამცველების მიერ თავიდან იქნა აცილებული უდიდესი პროვოკაცია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც გეგმავდა სააკაშვილი. ის ჩამოდიოდა ქვეყნის გადასატრიალებლად, არეულობის მოსაწყობად და, რაც მთავარია, ის ქვეყანაში შემოვიდა, როგორც მას სჩვევია, როგორც კურდღელი. ის იქნა დაკავებული და არის #12 დაწესებულებაში სადაც, რა თქმა უნდა, მისი უფლებები და სამართლიანი სასამართლოს უფლებაც იქნება დაცული", - განაცხადა თეა წულუკიანი.

აღსანიშნავია, რომ თეა წულუკიანმა ეს განცხადება პროსახელისუფლებოდ განწყობილი მედიებისთვის გააკეთა - მისი ხმის მიცემის პროცედურის შესახებ წინასწარ პრესრელიზი არ მიუღია, მაგალითად, ტელეკომპანია ფორმულას.

 


close დახურვა