logo
ENG



წულუკიანი:სასაცილოც მგონია ის უსაგნო დებატები, რაც პარლამენტში ვიხილეთ

22 მაი 202013:41
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე დიმიტრი ხუნდაძის კანონპროექტის განხილვის დროს პარლამენტში არსებულ დებატებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ღიმილისმომგვრელია.

წულუკიანის თქმით, ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის დროს ყველა ტიპის ბერკეტი ჰქონდა, მაგრამ არადანიშნულებისამებრ არც ერთხელ არ გამოუყენებია. 

„რაც შეეხება პარლამენტში გუშინდელ დებატებს - ბევრი რამ იქნა ხაზგასმით დილით აღნიშნული. მინდა ჩემი მხრიდან დავძინო, რომ ვირუსი საქართველოში დამარცხებული არ არის. ჩვენ არ გვაქვს მიუხედავად საგანგებო მდგომარეობის არგაგრძელებისა და ამოწურვის მისი ვადის იმის ფუფუნება, რომ მოვეშვათ და არ დავიცვათ პრევენციული ზომები, რომელიც თავიდან აგვარიდებს შემოდგომა იმ ე.წ. მეორე ტალღას, რომელიც ეპიდემიოლოგები არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ყველა ქვეყანაში ელოდებიან.

"აქედან გამომდინარე, ის მსუბუქი პერიოდი, რაც საბედნიეროდ მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ჩვენ ყველას გვექნება ივნისში, ივლისსა და აგვისტოში, უფრო რეჟიმის ცხოვრების, არ ნიშნავს, რომ არ უნდა დავიცვათ წესები და კიდევ სხვა წესები დავარღვიოთ და არ მივიღოთ შედეგი შემოდგომაზე, რომელიც გაზაფხულზე თავიდან ავიცილეთ. ამიტომაც ჩვენ აბსოლუტურად გაუგებრად ვთვლით და მე სასაცილოც მგონია ის უსაგნო დებატები, რაც პარლამენტში ვიხილეთ.

"ეჭვი მთავრობაზე, რომ თითქოს ის საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტში მიიღება თურმე მთავრობის მიერ გამოყენებული იქნება ხელისუფლების უზურპაციისთვის, ღიმილის მომგვრელია. ვინაიდან, მთავრობას ჰქონდა საგანგებო მდგომარეობის ყველა ტიპის ბერკეტი გვქონდა ხელთ, ვერ დაასახელებთ ვერც ერთ ზომას, რომელიც მთავრობამ გამოიყენა არადანიშნულებისამებრ, ან გამოიყენა ისე, რომ დაირღვა ადამიანის უფლებები. ის ბერკეტები, რაც მიმდინარე საკანომდებლო ცვლილებებით ექნება მთავრობას, ახლოსაც ვერ მივა, რაც საგანგებო მდგომარეობის დროს გვქონდა. თუმცა, ეს ბერკეტები აუცილებელია“, - განაცხადა წულუკიანმა. 


close დახურვა