logo
ENG



წულუკიანი ამჯერად ანსამბლ ბასიანის წევრებს შეხვდა და მათ ქართული ფოლკლორის დაცვაზე ესაუბრა

11 თებ 202115:33
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/11/ytwch84igz910l2.jpg

იუსტიციის ყოფილი მინისტრი, პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი, რომელსაც, მმართველი გუნდის წარმომადგენელთა ინფორმაციით, კულტურის მინისტრად დანიშვნას უპირებენ,  ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელობას და ანსამბლ ბასიანის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე წულუკიანი ფოლკლორის წარმომადგენლებს პანდემიის პირობებში საქმიანობის შეზღუდვების მოხსნის შემდგომი გეგმების შესახებ ესაუბრა. წულუკიანმა ასევე სალოტბარო სკოლების, ქართული ფოლკლორის დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით სამომავლოდ განსახორციელებელ ნაბიჯების შესახებ ისაუბრა. 

წულუკიანი რამდენიმე დღეა აქტიურად ხვდება კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, რასაც მრავალი მედია- და პოლიტიკური აქტორი კულტურის მინისტრის თანამდებობისთვის მზადებას უკავშირებს. 

8 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მაია მენაღარიშვილმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნა მართლაც იგეგმება. ინფორმაციის დადასტურების შემდეგ, უმრავლესობის დეპუტატებმა პროფესიით დიპლომატის სპორტისა და კულტურის მინისტრად დანიშვნის გადაწყვეტილება მოიწონეს და განაცხადეს, რომ წულუკიანი სპორტისა და კულტურის სფეროში არსებულ პრობლემებს ეფექტურად გაუმკლავდება. 


close დახურვა