logo
ENG



წულუკიანი ზურაბიშვილზე: ალბათ საჭიროა, სასწრაფოდ აიყვანოს ადვოკატი

22 ივლ 202218:18
3 წუთის საკითხავი
 
წულუკიანი ზურაბიშვილზე: ალბათ საჭიროა, სასწრაფოდ აიყვანოს ადვოკატი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა "საჭიროა, სწრაფად აიყვანოს ადვოკატი". ამით ის ზურაბიშვილის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრეზიდენტმა კონსტიტუციის 78-ე მუხლზე ისაუბრა.

წულუკიანის თქმით, "პრეზიდენტმა გუშინ აღიარა, რომ სცდება კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს და უარს ამბობს ამა თუ იმ ელჩის დანიშვნაზე, თუ მიაჩნია, რომ ის წარუმატებელია".

"მან [სალომე ზურაბიშვილი] ვრცლად ისაუბრა იმაზე, რომ ესა თუ ის დავა, რომელსაც შეიძლება, საქართველოს საკანონმდებლო ორგანო მიიჩნევდეს დასაბუთებულად, მას მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ ასეთი საკონსტიტუციო სარჩელები არის დაუსაბუთებელი. თუმცა, ამავე ინტერვიუში და ალბათ საჭიროა, მან ადვოკატი სასწრაფოდ აიყვანოს, თქვა ის, რაც მას ძალიან შეასუსტებს დავისას. რეალურად, მეორე მხარეს მისცა არგუმენტები. გაამართლა ის, რასაც ჩვენ ყველანი ვფიქრობდით, რასთანაც საქმე გვქონდა. საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ აღიარა, რომ ის სცდება თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს და უარს ამბობს ამა თუ იმ ელჩის დანიშვნაზე, თუ მას მიაჩნია, რომ ესა თუ ის ელჩი არის წარუმატებელი. ეს არ არის მისი ფუნქცია. კონსტიტუცია ამას არ არეგულირებს სხვანაირად", - განაცხადა თეა წულუკიანმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით. 

გუშინ სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ოცნების მიერ წარდგენილ საკონსტიტუციო სარჩელზე ისაუბრა, რომელიც პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილების გამიჯვნას შეეხება. ამასთან, პრეზიდენტმა თქვა, რომ "ხელისუფლება, თავისი გამოსვლებით, არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს".


close დახურვა