logo
ENG



წულუკიანი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა

19 მარ 202116:07
3 წუთის საკითხავი
 
წულუკიანი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა

თეა წულუკიანი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა. ინფორმაციას მმართველი გუნდის წევრი შალვა პაპუაშვილი ადასტურებს.

მისი თქმით, თეა წულუკიანი ბოლო პერიოდში კულტურის მიმართულებით აქტიურად მუშაობდა და ის ძალიან წარმატებული მინისტრი იქნება. 

"უპირველეს ყოვლისა, მივულოცავ ქალბატონ თეას მინისტრად დანიშვნას. რამდენი თვე კომიტეტის ფარგლებში მჭიდროდ ვმუშაობდით, მათ შორის კულტურის საკითხებშიც. ყველამ ნახა რამდენად აქტიური იყო ქალბატონი თეა და აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან წარმატებული მინისტრი იქნება", - განაცხადა პაპუაშვილმა.


close დახურვა