logo
ENG



წულუკიანი მამალაძეზე: შუამდგომლობაში არ წერია, რომ ეს პატიმარი ავადაა

01 ნოე 201917:32
3 წუთის საკითხავი
 
gcadcfx3liv9mvd.jpg

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დეკანოზ მამალაძის შეწყალების საკითხზე დასმულ კითხვებზეც მოუხდა პასუხის გაცემა. წულუკიანი აღნიშნავს, რომ წმინდა სინოდის შამდგომლობაში არის ორი გარემოება ერთი ეს არის დეკანოზის ოჯახური მდგომარეობა და მანამდე რამდენჯერმე იქნა შეწყალების საკითხი დაყენებული. თეა წულუკიანმა აგრეთვე აღნიშნა, რომ მიუხედავად მორატორიუმისა, პრეზიდენტს მამალაძის შეწყალება კანონით არ ეკრძალება. 

„არაფერი ამ შუამდგომლობაში არ წერია იმაზე, რომ ეს შუამდგომლობა გაკეთდა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. არაფერი ორგანული მიზეზი არ არის, რომ დავიჯეროთ, რომ მოცემული პატიმარი ავადაა. მე ვერ ვიქნები ის ადამიანი, რომელიც გეტყვით თუ როდის უნდა მოხდეს პრეზიდენტის მხრიდან ამ საკითხის განხილვა. რაც შეეხება მორატორიუმს ეს მორატორიუმი ზეპირად გაცხადდა და არ აქვს რაიმე ტიპის კანონიერი საფუძველი. თუმცა უკანონოც არ არის, პრეზიდენტი როცა ჩათვლის საჭიროდ, მაშინ განიხილოს ეს შუამდგომლობა," - განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზ მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მის შეწყალებას ოჯახი დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა, თუმცა არც ახლანდელ და არც წინა პრეზიდენტს ის არ შეუწყალებია.

31 ოქტომბერს, წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვყეტილება, რომ მიმართონ პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე.

 


close დახურვა