logo
ENG



წულუკიანი რუს ჰაკერზე:საქართველო არ არის დამნაშავეების თავშესაფარი

24 ოქტ 201911:34
3 წუთის საკითხავი
 
8b9k9mjsg9mpssr.jpg

"დასანანია, რომ მისი ადვოკატები ატყუებენ საზოგადოებას,"-ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რუსი ჰაკერის, იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირების საკითხს. წულუკიანის თქმით, მისი ექსტრადირება ამ წუთებში მიმდინარეობს და პროცესი კანონის სრული დაცვით ხორციელდება. წულუკიანმა სუმბაევის ადვოკატს ბრალი დასდო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დამალვაში, სადაც როგორც მინისტრი აღნიშნავს, ღიად წერია, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო სუმბაევის ექსტრადირების შეჩერების საფუძველს ვერ ხედავს.  

"ბატონი სუმბაევის ექსტრადირება ამ წუთებში მიმდინარეობს. პატიმარი რუსულ მხარეს გადაეცემა მიმდინარე წლის 30 სექტემბერს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე. მანამდე, მაისის თვეში, საქართველოს სასამართლოებმა ეს ადამიანი ცნეს დამნაშავედ. დასანანია, რომ მისი ადვოკატები ატყუებენ საზოგადოებას, მათ შორის მედიასაც, რადგან მაქს სტრასბურგის სასამართლოს წერილი, რომლის მიხედვითაც უწყება უარს ამბობს ექსტრადიციის შეჩერებაზე. 30 სექტემბრის ბრძანებაშიც იგივე წერია, რომ გავრცელებული ვარაუდები მის წამებასთან დაკავშირებით არ დასტურდება.

"დასანანია, რომ პატიმრის  ადვოკატებმა, რადგან გადაწყვიტეს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში და შესაძლოა სტრასბურგის სასამართლოს წერილის შესახებ არც თავად პატიმარმა არ იცოდეს. 6 სექტემბერსაა გამოცემული ეს  წერილი და მინდა გდამდოგცეთ, რომ გაეცნოთ. ყველას მივმართავ, თავი შიეკავეთ უსაფუძვლო აურზაურისგან. ყველამ უნდა იცოდეს, ვისი მოქალაქეც არ უნდ იყოს, საქართველო არ არის დამნაშავეების თავშესაფარი. ვისაც ეკუთვნის თავშესაფრი, იმის თავშესაფარი იქნება საქართველო. როგორც ადგილობრივ, სასამართლოში,  ისე სტრასბურგში, სუმბაევის საქმე დაცვის მხარის საზიანოდაა მიცემული და ამ წუთებში, რადგან არავითარი ბარიერი არ არსებობს, მათ შორის არც სამართლებრივი,  ხდება მისი გადაცემა რუსული მხარისთვის...

"ჩვენი ფუნქცია, როგორც ყველა სახელმწიფოს ფუნქცია, არის ის, რომ თქვენ და თქვენი შვილები იყოთ ტერორიზმისგან დაცული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პოლიცია, იუსტიციის სამინისტრო, ამისთვის ყველაფერს აკეთებს. შესაბამისად, ვიცავთ იმ ბალანსს, რომელიც არის ერთის მხრივ, საერთაშორისო დანაშაულთან და ტერორიზმთან ბრძოლა და მეორეს მხრივ, ადამიანის უფლებები,"-აცხადებს იუსტიციის მინისტრი. 


close დახურვა