logo
ENG



წულუკიანი საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ეს ოპოზიციას სჭირდება

01 ივნ 202014:11
3 წუთის საკითხავი
 

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ ოპოზიცია ცვლილებებს არ მისცემს ხმას 8 მარტის შეთანხმების არშესრულების გამო, ეს მხოლოდ რეფორმის ჩაშლის საბაბი იქნება. წულუკიანის განცხადებით, ეს ცვლილებები თავად ოპოზიციას სჭირდება.

„ეს არის ის ცვლილებები, რომელიც ჩვენ არ გვჭირდება. ეს არის ცვლილებები, რომელიც სჭირდება ოპოზიციას და შეთანხმებისამებრ ჩვენ ამ ცვლილებებს გავატარებთ სიცოცხლეში. თუკი ოპოზიცია, ვგულისხმობ ერთ, ან მეტ კონკრეტულ ძალას, რომელიც ამბობს კვლავ, რომ 8 მარტის შეთანხმება არ სრულდებაო, არ მისცემს ხმას ამ ცვლილებებს, ეს იქნება მხოლოდ საბაბი იმის, რომ ჩაშალონ რეფორმა, რომელიც რეალურად, მათივე მოთხოვნით და მათივე ინიციატივით ტარდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

8 მარტს, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დადებულ ხელშეკრულებით, ხელისუფლება და  ოპოზიცია 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე საარჩევნო სისტემით ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ. 

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თუ საპატიმროდან „მთავარი არხის“ მეწილეს გიორგი რურუას არ გაათავისუფლებენ, საკონსტიტუციო ცვლილებებში მონაწილეობას არ მიიღებენ.


close დახურვა