იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქალი პატიმრების შიმშილობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ყველა პატიმარს სურს დაუბრუნდეს ოჯახს. წულუკიანმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ 9 ქალი პატიმრის შეწყალებაც განიხილა და სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა.
„ტელეკომპანია "მთავარს" ელანდება ამბოხი ციხეებში... დღეს გვაქვს ძალიან ჯანსაღი მდგომარეობა საპატიმროებში და პირველ რიგში ქალებთან, რადგან ეს არის ჩვენი პოპულაციის ის ნაწილი, რომელიც არის ძალიან სენსიტიური. გარეთ მათ მოხუცი მშობლები და შვილები ელოდებიან და ამავდროულად, ჩვენი კონტიგენტის ყველაზე შეგნებული ნაწილი. ამიტომაც არის სიმშვიდე. არავის უკვირს, რომ ყველა პატიმარს უნდა დაუბრუნდეს თავის ოჯახს, ეს არის ყველა პატიმრის ნატვრა.
"მინდა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა. მთავარი კრიტერიუმი რითიც შეირჩნენ შეწყალებულნი არ უნდა ყოფილიყო ძალადობრივი ქმედება ჩადენილი. ჩვენი ვალია პრეზიდენტს ვუთხრათ მადლობა, როდესაც საქმე სამადლობლადაა“, - განაცხადა წულუკიანმა.