logo
ENG



წულუკიანის განცხადების გამო, ოპოზიცია პოლიტიკურ დევნას არ გამორიცხავს

22 ნოე 201920:08
3 წუთის საკითხავი
 
v6arxap84d6efe2.jpg

პროპორციული სისტემის ჩაგდებით კმაყოფილი იუსტიციის მინისტრი ახლა კოჰაბიტაციის დასრულებას აანონსებს. წულუკიანის განცხადებები, ოპოზიციისთვის ნათელი სიგნალია იმის, რომ ხელისუფლება ანგარიშსწორების ახალ ეტაპზე გადასასვლელად ემზადება. პოლიტიკურ დევნასა და დაჭერების სერიას არ გამორიცხავს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა, რომლის შესაძლო დაკავებასაც სიუჟეტი ტელეკომპანია "იმედმა" მიუძღვნა. რეპორტაჟში საუბარი იყო იმაზე, რომ საქმეები, რომელშიც ყოფილი მერი ფიგურირებს დასკვნით ეტაპზეა და შესაძლოა ის ისევ დააკავონ. 

ოპოზიციური პარტიებისთვისაც წულუკიანის განცხადებები პოლიტიკური ნიშნით დაჭერებისა და რეპრესიების დაანონსებაა. მათი თქმით, ივანიშვილი დასუსტებულია და ვერ იაზრებს, რომ ოპონენტების დევნით თავადვე დაზარალდება. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია ხელოვნურ აჟიოტაჟს ქმნის. ის ამბობს, რომ კოჰაბიტაციას 2020 წლის არჩევნების შედეგები ბუნებრივად დაასრულებს.  

პოლიტიკურ დევნას უკავშირებენ ოპოზიციაში ირაკლი ოქრუაშვილისთვის ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალის დამძიმებასაც. მას დღეს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.


close დახურვა