logo
ENG



წულუკიანის თქმით, გუნდმა იუსტიციის მინისტრად დარჩენა შესთავაზა, თუმცა მან უარი თქვა

15 დეკ 202011:21
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის ყოფილი მინისტრი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელება გუნდმა შესთავაზა, თუმცა მან უარი თქვა.

"იყო შემოთავაზება პარტიის მხრიდან, რომ ეს საქმიანობა გამეგრძელებინა, მაგრამ ვიმსჯელეთ და შევთანხმდით იმაზე, გაზიარებული იქნა ჩემი პოზიცია, რომ ახალი სახეების დროა", - განაცხადა წულუკიანმა.

მანვე განმარტა, რატომ აირჩია განათლების კომიტეტი და არა იურიდიული ან ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტები.

"მარტივი მიზეზის გამო - იმიტომ, რომ იურიდიული კომიტეტი და თუნდაც ადამიანის უფლებების კომიტეტი იუსტიციის სამინისტროსთვის არის დარგობრივი კომიტეტები. მე არ მგონია მორალურად სწორი, რომ ადამიანმა რომელმაც მართა 8 წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრო, ახლა უნდა დაჯდე დარგობრივ კომიტეტში და უჭყიტინო იმ ადამიანს, აკონტროლო ის ადამიანია, რომელმაც შენი საქმე გადაიბარა. ეს არასწორია. იმ ადამიანს, ვინც იუსტიციის მინისტრი იქნება, სჭირდება თავისუფლება, თავისი ხედვის განხორციელება. გამორიცხულია მას დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარედ ეჯდეს ვინმე წულუკიანი, რომლის სუნთქვასაც გრძნობს კეფაში. ეს არის უწესობა", - განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი იუსტიციის სამინისტროს 8 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ამ პოსტზე ის 2012 წლის ოქტომბერში დაინიშნა და ქართული ოცნების ერთადერთი უცვლელი მინისტრი იყო.


close დახურვა