კულტურის მინისტრის გამოსვლა, რომელიც ფორმითა და შინაარსით ბევრჯერ გასცდა კულტურის არეალს. პარლამენტში მისული წულუკიანი ტრადიციულად აგრესიული იყო.
მინისტრი არა მხოლოდ ადამიანებს, პირდაპირი მნიშვნელობით ცარიელ სკამებსაც ეჩხუბებოდა. დარბაზში ნაციონალური მოძრაობა საერთოდ არ იმყოფებოდა, მაგრამ წულუკიანი მაინც ამ პარტიაზე ლაპარაკობდა. ოპოზიციის ლანძღვაზე გადართულ მინისტრს სავალალო მდგომარეობაში არსებული გელათი არც კი გახსენებია.