logo
ENG



წულუკიანის პოლიტიკა- უსახსროდ დატოვებული სპორტი

29 ივნ 202221:11
3 წუთის საკითხავი
 

რატომ ანადგურებენ სამბოს ფედერაციას - ამ კითხვაზე პასუხსაც კულტურის სამინისტროსგან ელოდებიან ტიტულოვანი სპორტსმენები, რომლებიც წულუკიანის უწყებამ დაფინანსების გარეშე დატოვა. პირველი ქართველი ქალი მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში, ნაკრებთან ერთად უკვე ნახევარი წელია სამინისტროსგან დაფინანსებას აღარ იღებს, გაცილებით ადრე კი პრობლემები შეექმნა შენობას, სადაც სპორტსმენები ვარჯიშობენ. დარბაზი დანგრევის პირასაა. იმავე პრობლემების წინაშეა ფარიკაობის ფედერაცია. სპორტის ორივე სახეობის ეროვნული ნაკრები შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩეს. - წულუკიანი მედიის კითხვებს და სპორტსმენების პრეტენზიებს არ პასუხობს.


close დახურვა