logo
ENG



წულუკიანმა კომენდანტის საათის დროს ოზურგეთში თანაპარტიელებთან ერთად ივახშმა

15 აპრ 202100:46
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/15/vrqoevf7ld3qy1k.jpg

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან, მხარის გუბერნატორთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად დღეს კომენდანტის საათის დროს ოზურგეთის ერთ-ერთ სასტუმროში ვახშმობდა. წულუკიანი დღეს ოზურგეთის თეატრს სტუმრობდა, საიდანაც რესტორანში კომენდანტის საათის დაწყებამდე გადაინაცვლა.

რესტორნის თანამშრომლებმა ფორმულას გადამღებ ჯგუფთან ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს, თუმცა მინისტრის ავტომანქანამ ტერიტორია გვიან ღამით დატოვა.

ადგილზე იმყოფებოდა საპატრული პოლიციაც, თუმცა ისინი შენობაში არ შესულან, რადგან, მათი თქმით, მათ კერძო ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ ჰქონდათ. 

წულუკიანი ასევე არ გაესაუბრა ჟურნალისტებს, რომლებიც მას რესტორანთან უცდიდნენ. 


close დახურვა