logo
ENG



წყალდიდობა იტალიაში - დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა, დაკარგულად 8 წლის ბავშვი ითვლება

17 სექ 202222:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/17/dsy9g123qe1ozea.jpg

იტალიის ერთ-ერთ რეგიონში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მე-11 დაღუპული 47 წლის კაცია, რომელიც მანქანაში იმყოფებოდა და წყლის მძლავრმა ნაკადმა მდინარეში ჩააგდო. ამ დრომდე ეძებენ 8 წლის გოგოს და 56 წლის ქალს, რომლებიც უამინდობის დაწყებისას ასევე მანქანაში იმყოფებოდნენ.

წყალდიდობის გამო ამ დრომდე სახლებში დაბრუნებას 150 ადამიანი ვერ ახერხებს. ადგილობრივი ხელისუფლება ახალ ევაკუაციებს არ გამორიცხავს. სეინიგალიის მერი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ სახლების ბოლო სართულებზე გადაინაცვლონ, რადგან მოსალოდნელია სიტუაციის გამწვავება. მარკეში დახურულია სავაჭრო ცენტრები და რამდენიმე ცენტრალური გზა ჩაიკეტა.

იტალიაში უხვი ნალექის გამო წყალდიდობა ხუთშაბათს დაიწყო.


close დახურვა