წყალდიდობა საფრანგეთში. ლაჟვარდოვანი სანაპირო დატბორილია. კანში განგაშის ყველაზე მაღალი - წითელი დონეა გამოცხადებული. ორი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. წყალმა ქალაქის ცენტრში კაფეები და შენობების პირველი სართულები დაფარა. კანთან ახლოს მდებარე რამდენიმე დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ავტომაგისტრალებზე მანქანების კოლონები გაჩერებულია, გადაკეტილია გზები. უამინდობის გამო ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 2 ათასამდე შენობა.
წყალდიდობა საფრანგეთში - ორი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა
24 ნოე 201913:52
3 წუთის საკითხავი