logo
ENG



წყალდიდობა ჩინეთში - სტიქიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაკარგულად მიიჩნევა

28 ივნ 202018:16
3 წუთის საკითხავი
 

ჩინეთში წყალდიდობას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

გადაუღებელი წვიმის შედეგად სიჩუანის პროვინციაში რამდენიმე დასახლება დაიტბორა. ადგილზე მაშველების დამატებითი ჯგუფები ჩაიყვანეს. ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო, ორი მანქანა ჩაიძირა. სტიქიის ზონიდან 7500-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.

მეტეოროლოგების ცნობით, ძლიერი წვიმა ქვეყნის ექვს პროვინციაში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

 


close დახურვა