ამ დროისთვის წყალტუბოს კარანტინში 98 ადამიანი იმყოფბა. 14 მარტს სანატორიუმში 14 ადამიანი შეიყვანეს. ისინი საავადმყოფოებში და თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. მოქალაქეები კორონავირუსზე შეამოწმეს, პასუხები კი უარყოფოთი იყო.
საკარანტინო სივრცეში მყოფთა მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. გუშინ სანატორიუმში თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ერთი პირი შეიყვანეს, ერთმა მოქალაქემ კი ვადის დასრულების გამო საკარანტინო ზონა დატოვა.