logo
ENG



წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში 84 მოქალაქეა მოთავსებული

14 მარ 202012:22
3 წუთის საკითხავი
 

წყალტუბოში სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 84 მოქალაქეა მოთავსებული.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის განცხადებით, გუშინ სხეულის ტემპერატურის მომატების გამო ოთხი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს და მათ შესაბამისი გამოკვლევა უტარდებათ.

გუშინ სანატორიუმში თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო სამი პირი  შეიყვანეს. წყალტუბოში კარანტინში მოთავსებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 


close დახურვა