logo
ENG



წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე სასამართლოს გაანჩენს გაასაჩივრებს

24 ოქტ 201909:05
3 წუთის საკითხავი
 
710g0uerp99byh2.png

წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, გრიგოლ ივანეიშვილს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ვაკის რაიონის გამგებლის ყოფილ მოადგილეს, თეიმურაზ ჩოჩუას კი 7 წლით. 

ივანეიშვილის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას აპირებს. ამასთან, ირაკლი ჩომახაშვილი, ივანეიშვილის დაპატიმრების სხვა მოტივებზეც საუბრობს. 

"ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია, პირველივე დღესვე იყო ის, რომ ის ბრალს არ აღიარებდა, რადგან მას ეს ქმედება არ განუხორციელებია. ამ, კონკრეტულ, საერთოდ ბრალდებას დაცვის მხარე ვუკავშირებთ იმას, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის ინფორმაციის თანახმად, დაკავებიდან რამდენიმე თვით ადრე მასთან ჩავიდნენ სუს-ის თანამშრომლები და უთხრეს, რომ თანამშრომლობა სჭირდებოდათ. საკრებულოს თავმჯდომარეს ნებისმიერი ოპოზიციური განაცხადი უნდა დაემახსოვრებინა; გაეკეთებინა მისი შინაარსი და მეილის საშუალებით უნდა ეთანამშრომლა სუს-თან. ამაზე მან უარი, მკაცრი უარი განაცხადა, რადგან ისიც და ჩვენც ვფიქრობთ, რომ ეს ე.წ. ოდერეების პრინციპი საბჭოთა კავშირის გადმონაშთია,"-აცხადებს ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სუს-მა წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი 25 იანვარს დააკავა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ამავე საქმეზე, 26 იანვარს სუს-მა ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავა.


close დახურვა