logo
ENG



წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თამჯდომარის თქმით, ის შეთქმულების მსხვერპლია

16 ოქტ 201911:50
3 წუთის საკითხავი
 
fgk7sp6iamyk92f.jpg

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი აცხადებს, რომ ის შეთქმულების მსხვერპლია და მისი დაკავება იმაზე ადრე დაიგეგმა, ვიდრე მუნიციპალიტეტის შენობა აუქციონზე გასაყიდად გამოვიდოდა.

"ვმუშაობდი იმისთვის, რომ ჩემი ქალაქისთვის რამე კარგი გამეკეთებინა. მე 25 წელია ბიზნესმენი ვარ. ვმუშაობდი მაშინა, როცა 40 ლარი იყო ჩემი ხელფასი, მაგრამ მაშინაც შორს იყო ჩემგან ქრთამი. მე, როგორც პროკურორი ამბობს, არა მრავალი წელი, არამედ ერთი წელი ვიმუშავე მხოლოდ მუნიციპალიტეტში. ამ თანამდებობას იმიტომ დავთანხმდი, რომ ჩემი ქალაქისთვის და ჩემი შვილებისთვის მინდოდა სიკეთე. მე მინდოდა, რომ  სანატორიუმი, რომელიც წლების განმავლობაში დალპა და განიავდა, შემენარჩუნებინა წყალტუბოსთვის. ყველა პროექტი, რაც დაწყებული მქონდა, ჩემი დაკავების მერე შეჩერდა და ნადგურდება ყველა პროექტი, რაშიც დიდი შრომა ჩავდე. არა მე დავარღვიე სახელმწიფო ინტერესი, არამედ სახელმწიფო არღვევს ჩემს უფლებებს. მე ყველაფერს ამას ჩემი ქალაქისთვის ვაკეთებდი, განა იმისთვის რომ ფული მეშოვა, პირადი ქონებებიც კი გავყიდე რომ პროექტებს ხელი არ შეშლოდა,-" - აცხადებს ივანეიშვილი

მისივე თქმით, მის წინააღმდეგ სუს-ის ოპერაციას დიდი ისტორია აქვს. კერძოდ, ივანეიშვილის  დაკავება უფრო ადრე დაიგეგმა, ვიდრე მუნიციპალიტეტის შენობა აუქციონზე გასაყიდად გამოვიდოდა. 

"24 დეკემბერს საკრებულოს სხდომის დაწყებამდე მერს გია იოსელიანს ველაპარაკე, რომ სხდომამდე მასთან ლაპარაკი მინდოდა. ხუთის ნახევარზე დამთავრდა სხდომა. რომ გავედი, მას ვუთხარი რომ გამიჩნდა ბიზნესმენი, ვისაც შენობის შეძენა სურს, მოიწონა და გადავწყვიტეთ აუქციონზე მალე გაგვეტანა. ბნ. გიამ იმავე დღეს ჩემთან საუბრიდან ნახევარ საათში ობიექტის აუქციონზე გამოტანის შესახებ. ამის შემდეგ ეს დიდებული გამომძიებლები 25 დეკემბერს იწყებენ გამოძიებას და წერენ: დადგენილ არის, რომ დაჩქარებული წესით აუქციონზე შენობის გამოტანა შესაძლოა ნიშნავდეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების მცდელობას. მეორე დღეს უკვე დაადგინეს თითქოს დანაშაული. მეორე დღეს მერმა დამირეკა. ბევრი სისულელე მელაპარაკა და ბოლოს მე ვკითხე; ბნ. გია რა ქენით დაავალეთ გიულის საბუთების მოგროვება? მას ჰო, წინა დღეს გამოცემული ჰქონდა უკვე ბრძანება და ამიტომ ვკითხე. გიამ მიპასუხა, რომ აბა რას იზამენ ბნ. გრიგოლი და ამ საუბრით მან გამოიყვანა თითქოს შენობას არა მუნიციპალიტეტის საჭიროებისთვის, არამედ ჩემი ავტორიტეტის გამო გაჰქონდა აუქციონზე. ეს ყველაფერი მიმყარებს ეჭვს, რომ აუქციონი ნამდვილი კი არ იყო, არამედ ის მოდელირებული იყო სუს-ის მიერ, რაშიც მონაწილეობდა გია იოსელიანიც,"- აცხადებს
წყალტუბოს ყოფილი გამგებელი გრიგოლ ივანეიშვილი

შეგახსენებთ, რომ სუს-მა წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი 25 იანვარს დააკავა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ამავე საქმეზე, 26 იანვარს სუს-მა ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავა.


close დახურვა