ცრუ ჩვენების მიცემის მუხლით, წყალტუბოში, ლიფტის შახტში 17 წლის გოგონას ჩავარდნის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, საქმე არ გადაკვალიფიცირებულა და გამოძიება კვლავ 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ 17 წლის გოგონა წყალტუბოს ერთ-ერთ სანატორიუმის შახტში გარდაცვლილი 1 ივლისს იპოვეს.