logo
ENG



წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმის შენობაში ქალი კიბიდან სარდაფში ჩავარდა

20 აგვ 202117:26
3 წუთის საკითხავი
 

წყალტუბოში ყოფილი სანატორიუმის შენობაში 81 წლის ქალი ამორტიზებული კიბიდან გადავარდა და სარდაფში ჩავარდა. ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ყოფილი სანატორიუმის შენობაში მცხოვრები დევნილები ამბობენ, რომ შენობა ავარიულია და საცხოვრებლად უვარგისი. მათი თქმით, ხელისუფლება საფრთხის შემცველი გარემოდან მოქალაქეების გაყვანას ვერ ახერხებს.

„აქვე ვაჭრობდა, წაბორძიკდა, ჩავარდა აგერ, მოაჯირი არაა. ავარიული შენობაა, ხედავთ ყველაფერს. რომ ასახლებენ 3, 5 ოჯახი, ხედავ ავარიული შენობაა, გაიყვანე ყველა ოჯახი და დაკეტე სანატორიუმი, რად უნდა ზედმეტი ლაპარაკი. ცოცხალ-მკვდარი წაიყვანეს სასწრაფოთი. საცხოვრებლად აღარ ვარგა აქაურობა", - ამბობენ სანატორიუმის მცხოვრებლები.


close დახურვა