logo
ENG



წყალტუბოში ავარიას ქვეითის სიცოცხლე ემსხვერპლა

02 ნოე 201920:45
3 წუთის საკითხავი
 
mj15u5b4jeljj3i.jpg

წყალტუბოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. 

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რა დროსაც ქვეითს დაეჯახა. 

როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის, მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

უწყებაში აცხადებენ, რომ ქალი ადგილზე გარდაიცვალა. 


close დახურვა