წყალტუბოში სანატორიუმ „საქართველოს" კედელი ჩამოინგრა. შემთხვევა წუხელ ღამის საათებში მოხდა. ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანებულია ავტომანქანა, რომელიც მიმდებარედ იდგა. შენობაში მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ.
„ისეთი ხმაური იყო, კედელი ჩამოინგრა. კიდევ კარგი დღე არ იყო - აქ ბავშვები თამაშობენ და მსხვერპლი იქნებოდა. სანამ მსხვერპლი არ იქნება, არ მოგვაქცევენ ყურადღებას. ვითხოვთ, რომ მოგვაქციონ ყურადღება", - აცხადებენ დევნილები.
სასტუმროს შენობაში წლებია დევნილები ცხოვრობენ, ისინი შენობიდან დროულად გაყვანას ითხოვენ. შენობაში ასამდე ოჯახი ცხოვრობს.