logo
ENG



წყაროს ინფორმაციით, ენგურის ხიდი გაიხსნა

28 ნოე 201900:35
3 წუთის საკითხავი
 
m2l94l39qwg95f9.jpg

გალის ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით ენგურის ხიდი გაიხსნა, - ამის შესახებ "ფორმულას" სანდო წყარომ აცნობა. ენგურის ხიდი რამდენიმე დღის განმავლობაში იყო ჩაკეტილი. "ფორმულა" დეტალების გარკვევას ცდილობს. 

შეგახსენებთ, რომ 22 ნოემბერს სოხუმში, რესტორან „სან-რემოსთან“ სროლა იყო, რა დროსაც 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 3 დაშავდა. ხიდის ჩაკეტვა შესაძლოა სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდეს. გეტყვით იმასაც, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ აფხაზეთ სამეგრელოს საოკუპაციო ხაზზე არსებული ერთადერთი ე.წ. გამშვები პუნქტი, ენგურის ხიდი მანამდე მიმდინარე წლის 27 ივნისს ჩაკეტა. ხიდი დაახლოებით სამი თვე იყო ჩაკეტილი. 


close დახურვა