logo
ENG



წყეული პროპაგანდა

13 მარ 202220:58
3 წუთის საკითხავი
 

ცივილიზებულმა სამყარომ ამ ომს უკვე დაარქვა სახელი - ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის. ომს აქ, ჩვენთან, საქართველოშიც დაარქვა ქართულმა საზოგადოებამ სახელი, თუმცა, საზოგადოებისგან განსხვავებით ხელისუფლებას პოზიციის მკაფიოდ გამოხატვა რომ უჭირს, ეს ომის პირველი დღეებიდან ვიცით. იყო მოლოდინი, რომ უკრაინელი ბავშვების და დედების დახოცვის მერე მაინც დაარქმევდა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ყველაფერს თავის სახელს, მაგრამ ხელისუფლების მსგავსად საპატრიარქოსაც გაუჭირდა - უფრო მეტიც, ფაქტობრივად დუმილი ამჯობინა. როცა მასობრივ მკვლელს და მანიაკს სახელს ნათლად არ უწოდებ, ეს დუმილის ტოლფასია.  


close დახურვა